წინა მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დათა შელია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეთიშება და კენჭს არ იყრის ანაკლია, ერგეტა, ორულუ, და დიდინეძის მაჟორიტარად. ამის შესახებ პოსტი მან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
“მოგესალმები ჩემო ძვირფასო ანაკლიელებო.ჩემთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ანაკლიის მაჟორიტარ-დეპუტატი,თქვენთვის პირნათლად რომ მემსახურა მიუხედავად ყველაფრისა უფრო მეტის გაკეთება მინდოდა თითოეული თქვენთაგანისთვის და ანაკლიისთვის რომელიც ბევრი რამ ვერ მივიყვანე ბოლომდე.არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ობიექტური მიზეზების გამო უარს ვამბობ კენჭი ვიყარო ანაკლია,ერგეტა,ორულუ,და დიდინეძის მაჟორიტარად. მე ბრძოლას არ შეწყვეტ ანაკლიის და ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ და სანამ შემეძლება როგორც ყოველთვის შემდგომშიაც თქვენს გვერდით ვიქნები დიდი სიყვარულით❤ თქვენი დათა შელია”-წერს დათა შელია.