პარტია “ხალხისთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც პოლიტიკოსი წერს, ერთ-ერთი მედიიდან დებატებში მხოლოდ ქალი კანდიდატები მიიწვიეს.
ანა დოლიძის თქმით, აღნიშნული დისკრიმინაციაა, რაშიც მონაწილეობას ვერ მიიღებს.
“პირველებმა ოპოზიციაში, წარვადგინეთ დღეს ხედვა მერობაზე. ამ ფონზე ვიღებ წინადადებას ერთ-ერთი მედიიდან: მოწვევა დებატზე მერობის ქალ კანდიდატებს შორის ცალკე. შეიძლება კარგი განზრახვით, თუმცა ქალი კანდატების ცალკე დასხდომა, მაშინ, როდესაც ერთი საერთო დებატიც კი არ ყოფილა, მიმაჩნია ქალების გარიყვის ტენდეციის გაგრძელებად.
10 წელზე მეტია ქალების უფლებებისთვის ვიბრძვი და ამ დისკრიმინაციულ ტენდენციაში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
ეს არც ძალოსნობაა და არც ქაბულის მერის არჩევნები.
მაშინ, წავიდნენ კაცი კანდიდატები, ტახებზე ნადირობაში შეეჯიბრონ ერთმანეთს და ვნახოთ”, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.