პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ საგურამოს პრემიაზე უარს ამბობს.
“ს ა გ უ რ ა მ ო ს პ რ ე მ ი ი ს გ ა მ ო
რაკი ჩემი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავიგე, ვინ და როდის წარმადგინა საგურამოს პრემიაზე ან კონკრეტულად რაში, რა დამსახურებისათვის მომანიჭეს იგი ასეთი სახით, იძულებული ვარ, უარი ვთქვა ამ პატივზე. ამავე დროს გულწრფელად ვულოცავ საგურამოს პრემიის ყველა წლევანდელ ლაურეატს.”
საგურამოს პრემია 2003 წელს დაარსდა.
პრემია „საგურამო“ არ არის მხოლოდ ლიტერატურული პრემია, ის მოიცავს ქართული მწერლობისა და კულტურის ფართო სპექტრს. ის ენიჭება ლაურიატს მხოლოდ სიცოცხლეში და მხოლოდ ერთხელ. პრემია არ გაიცემა ერთი ნაწარმოების ან ერთი წიგნისათვის, პრემია ენიჭება შემოქმედს მთელი მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობისათვის. საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს კონკურსანტის მთელი შემოქმედება სრულად.
წარმომდგენი შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ ცნობილი რეკომენდატორი, ჯგუფი ან ორგანიზაცია. გამარჯვებულ ნომინანტს გამარჯვება ეცნობება დაჯოლდოვების ცერემონიამდე 10 დღით ადრე, რათა მან შეძლოს საპრემიო სიტყვის მომზადება. პრემიის მინიჭების საკითხს განიხილავს კომპეტენტური ჟიური, რომელსაც ნიშნავს პრემიის დამფუძნებელი ორგანიზაციები „ილიას ფონდი“ და შპს „კალასი“.