პირველად მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„პრაქტიკულად, ეს არის მოწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, რომ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს ისტორიული მისია, ჩვენს რეგიონს ჩვენ თვითონვე მოვუაროთ. როდესაც პრემიერი საუბრობდა, რომ თბილისმა უნდა უმასპინძლოს რეგიონულ ინიციატივას, იქვე მან თქვა ერთი რამ, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც იგულისხმება დასავლეთის ჩართულობა“, – განაცხადა ხელაშვილმა.
კომენტარები
