რუსმა სამართალდამცველებმა მამაკაცი მოკლეს, რომელსაც მოსკოვის საკრედიტო ბანკში მძევლები ჰყავდა აყვანილი. მას სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგანიც ჰქონდა დამაგრებული.
შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის შენობაში გვიან საღამოს შევიდა და თანხა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფეთქების მოწყობით დაიმუქრა. მძევლების აყვანამდე, საკრედიტო ორგანიზაციის თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს, რის შემდეგაც სპეცრაზმელებმა შენობა ალყაში მოაქციეს.
მოლაპარეკების შედეგად თავდამსხმელმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავად ის კი სამართალდამცველებმა შტურმის დროს მოკლეს. სპეცოპერაციის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
კომენტარები