ქართველ „კანონიერ ქურდს“, მირონ გორგიძეს, მეტსახელად „მირიკო კუტაისკის“ რუსეთიდან გააძევებენ. ამის შესახებ vesti.ru იუწყება.
რუსეთში „მირიკო კუტაისკი“ სასჯელს იხდიდა „ნარკოტიკული ნივთიერებების და მათი ანალოგების შეძენა-შენახვის, გადატანის, წარმოების, გადამუშავების“ მუხლით. 64 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ სპეცოპერაციის შედეგად ლიპეცკის ოლქში დააკავეს.
2016 წლის 18 ნოემბერს „მირიკო კუტაისკიმ“ სასჯელი მოიხადა, თუმცა გათავისუფლების ნაცვლად, ის უცხოეთის მოქალაქეების დროებითი დაკავების დაწესებულებაში გადაიყვანეს და მოგვიანებით რუსეთიდან მისი დეპორტაცია მოხდება.
კომენტარები