ზესტაფონში მოსახლეობის ნაწილმა მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია გამართა.
ხმაურია იყო ზესტაფონში, სადაც ადგილობრივები მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის, მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ მრევლმა მორიგი აქცია გამართა.
მრევლის ნაწილის რეზიდენციის კარის აჭედვას ცდილობდა. ადგილობრივების თქმით, მეუფე სოდომურ ცოდვაში მხილებულ პირებს მღვდლებად აკურთხებს, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია.
მათივე თქმით, არაერთხელ შეეცადნენ საკითხზე კომუნიკაციას, თუმცა უშედეგოდ.
გუშინ საპატრაიქრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკის (ხაჩიძე) დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასჯილ იქნა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა.
▪️ განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები. რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.” – წერია განცხადებაში.