გორის ბაზარში პარტია “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი’ მხარდამჭერებმა ესროლეს.
ჯაფარიძე თანაგუნდელებთან – ფიქრია ჩიხრაძესთან, ლევან სამუშიასთან, საბა ბუაძესთან და ლანა გალდავასთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.
ისინი გორში ჩავიდნენ, რათა 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან ხალხის მობილიზებისთვის შეეწყო ხელი.
თბილისში გაიმართება აქცია ,,შინ ევროპისკენ”. პოლიტიკოსები სპეციალურ ბუკლეტებს არიგებენ და ხალხს მოუწოდებენ, რომ ამ აქციაზე წავიდნენ.
კომენტარები