სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე, უცხოელ ტურისტთა ჯგუფის დასახმარებლად სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენი ერთვება. ეს ვერტმფრენი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იდგა.
მწვერვალ თეთნულდზე უცხოელი ტურისტებისთვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე ინფორმაცია სამაშველო სამსახურმა 18 საათის წინ – გუშინ, 12 აგვისტოს გაავრცელა. უწყება აცხადებდა, რომ მაშველთა ჯგუფი მათკენ ფეხით მიემართებოდა.
“დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება”, – აცხადებდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
კომენტარები