ხობში, მდინარე ხობისწყალში 50 წლის კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი წყალში ბავშვის დასახმარებლად შევიდა, რომელიც მდინარეში ჩავარდა. ვარაუდობენ, რომ მას ამ დროს გულის შეტევა მოუვიდა.
როგორც ცნობილია, ბავშვი გადაარჩინეს.
კომენტარები