სოფელ ყარაფილას მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. უკვე არსებულ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებთან ახალი თხრილებია გაკეთებული, რომელთა დანიშნულებაც უცნობია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ.
უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
კომენტარები