ზუგდიდში სკოლის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. მე-6 კლასელი გოგონა ქვეითთათვის განკუთვნილ “ზებრაზე” გადადიოდა.
ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის, ლევან ღურწკაიას ინფორმაციით, მოზარდი საგაკვეთილო პროცესის შესვენების დროს იყო გზაზე გასული.
“გოგონა უსწრაფესად გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება შინაგანი ორგანოების კვლევა, გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. გოგონა საკვების საყიდლად გადადიოდა შესვენებაზე,”- განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, დაშავებული მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები