მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა, გიორგი ბერიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე, მდგომარეობა არის კრიტიკული. ღამის განმავლობაში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ამჟამად მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა. პაციენტი შემოსვლისას მძიმე მდგომარეობაში იყო, კომა იყო გამოხატული, ამიტომ თვითონ ჩივილები ვერ გადმოსცა, რა მოხდა“, – განაცხადა ექიმმა.
კომენტარები