ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს.
ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილმა განცხადებით, ბრალდებულები პირველ რიგში ითხოვენ იმ დოკუმეტის გასაჯაროებას სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულები ერთ საკანში იმყოფებოდნენ.
”ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, პირველ რიგში, ითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე იმ დოკუმეტის გასაჯაროებას სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულები ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა. მოგეხსენებათ, გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ერთ-ერთ დარღვევად სწორედ ეს მიიჩნია, რომ საქმეზე ბრალდებულები ერთად იყვნენ მოთავსებულები საკანში ”, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდებულები იქამდე გააგრძელებენ შიმშილობას, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.