იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ansa.it წერს.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.
მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. გამოცემის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს, სისხლის კვალი არ შეიმჩნეოდა, შესაბამისად, არის ვარაუდი, რომ ის სხვა ადგილას მოკლეს და ცხედარი სკვერში დააგდეს.
კომენტარები