,,პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ზუსტად იქ ზის, სადაც უნდა იჯდეს.
ამ განცხადებით ირმა ინაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შესაძლოა ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.
,,არ მაინტერესებს ვანო მერაბიშვილის ბედი. ჩემი აზრით, ზუსტად იქ ზის, სადაც უნდა იჯდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ტელეკომპანია ,,იბერიას” ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი შესაძლოა 20 თებერვალს გათავისუფლდეს.
კომენტარები