გივი თარგამაძე უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
“მინდა რომ სასიხარულო ცნობა სასწრაფოდ მოგაწოდოთ: მთელი დღის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორთან იური ლუცენკოსთან და აი სულ რამოდენიმე წუთია მივიღე მისგან პასუხი – ის დაეკონტაქტა უკრაინაში ქართულ ლეგიონს, რომელმაც დაუდასტურა გიორგი ცერცვაძის მონაწილეობა ყველა იმ ოპერაციაში, რომლებზწც ჩვენ ამ დღეებში ვსაუბრობდით, რაზე დაყრდნობითაც ლუცენკო იძლევა გარანტიას აპელაციისას გიას გათავისუფლებაზე. გილოცავთ და დარწმუნებული ვარ, მთლიანად პროცესიც წარმატებით დასრულდება და გია, რომლითაც მეც თქვენთან ერთად ვამაყობ, კიდევ იტყვის თავის სიტყვას სამშობლოს სასიკეთოდ.”– აცხადებს თარგამაძე.
კომენტარები