ქართული ლეგიონის ხელმღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და დაადასტურებს, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში, უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოლა.
„უნდა დაგვედასტურებინა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იბრძოდა უკრაინის მხარეზე. ეს წერილი მზადდება ახლა და გადაეცემა პროკურორს,“ – აცხადებს მამუკა მამულაშვილი.
მისთვის გაუგებარია, რატომ გაუშვეს გია ცერცვაძე საზღვარზე მაშინ, როცა ქართული მხარე ინფორმირებული იყო ინტერპოლის წითელი ცირკულარით მისი ძებნის თაობაზე.
www.rustavi2.com
კომენტარები