კიევის სასამართლომ ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა.
მიხეილ სააკაშვილმა და ვიცე პოლკოვნიკის პატიმრობაში ყოფნას “სამარცხვინო” უწოდა. კომენტარი სააკაშვილმა ”კურიერთან” საუბრისას გააკეთა.
„მე ვფიქრობ 3-ში გაუშვებენ, მაგრამ ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო. დღეს უკვე ჩანს, რომ პრინციპში გაუშვებენ, მაგრამ მე არ მესმის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები