საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, 27 იანვარს საბაჟო გამშვებ-პუნქტში “სადახლო-საავტომობილო” არადეკლარირებული საქონელი – 7200 ღერი სიგარეტი (360 კოლოფი) გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტვირთი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთიდან შემომავალი, სომხეთის მოქალაქის ა.ს-ს კუნთვნილ მანქანაში, სპეციალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი, ა.ს-მ უარი განაცხადა. სსკ 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, სამართალდამრღვევი მოქალაქე დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ა.ს-ს ჩამოერთვა როგორც საქონელი, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება.
შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552მუხლის შესაბამისად და გაიგზავნა მარნეულის რაიონულ სასამართლოში. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი კონტრაბანდის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამისათვის, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია რენტგენოსკანერებითა და ყველა აუცილებელი სპეცტექნიკით.