საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლების გამცემი 30-მდე აფთიაქი დახურა.
2030.news-ის ინფორმაციით, აფთიაქების დახურვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. სავარაუდოდ, საქმე ეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემას.
საგამოძიეო სამსახურში ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.
ამასთან, ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაცემის მიზეზით რამდენიმე ათეული აფთიაქი ადრეც დაიხურა.
კომენტარები