შევახსენებთ ყველა პოლიციელს – შსს არის სრულიად აპოლიტიკური ორგანო, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, ვახტანგ დადუნაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მაჭავარიანის თქმით, შსს-ში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა ნაწილი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და მათ შორის იყო ვახტანგ დადუნიძეც.
”ვახტანგ დადუნაძეც ასევე კადრების განკარგულებაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი თვის ვადაში უნდა მოხდეს მისი დანიშვნა სხვა ადგილას ან გათავისუფლება. სამწუხაროდ, მან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე გააკეთა ცილისმწამებლური და ყოვლად მიუღებელი განცხადებები.
სავარაუდოდ, მისი მხრიდან ეს არის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე ზეწოლის მცდელობა. მათ შორის, პოლიტიკური განცხადებები მისი მხრიდან არის არა მხოლოდ სრული სიცრუე, არამედ, სრულიად მიუღებელი. შევახსენებთ მასაც და ყველა პოლიციელს, შსს არის სრულიად აპოლიტიკური ორგანო! ეს არის მკაფიოდ გაწერილი კანონმდებლობით. ეს არის მისი მხრიდან პოლიციის შესახებ კანონის და პოლიციის ეთიკის კოდექსის დარღვევა”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
“შსს არის სრულიად აპოლიტიკური ორგანო”
2017/01/30 19:50:55

კომენტარები
ნანახია: 1901 ჯერ