გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა სპეციალისტებმა ხე -ტყის უკანონო ჭრის 18 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს რცხილის, წიფლის, მუხის სახეობის მეორე ხარისხის ხე და შემდეგ სათანადო დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს ტრანსპორტირება. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება.
კომენტარები