საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„სამძიმარს გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს მეგობრებსა და ახლობლებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მაშველები ისევ ეძებენ ხუთ ადამიანს. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ერთი მოქალაქე.
კომენტარები