მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
იგი იმერეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება. მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.
„დღესაც კიდევ ერთხელ დავინტერესდი ამ ყველაფრით. მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. მქონდა საუბარი როგორც გუბერნატორთან, ასევე მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ყველა ეს ოჯახი, ადამიანი იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.