„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ივანიშვილი სპორტის სასახლეში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მეუღლესთან ერთად მივიდა.
ქართველ მოჭიდავეს, ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები