საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მანამდე ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო. ამის შემდეგ მთავრობის მეთაური აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.
კომენტარები