ისრაელს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ის გმობს ისრაელზე თავდასხმას.
„ირანმა უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ესროლა ისრაელს. ჩვენ მიმდინარე თავდასხმას უმკაცრესად ვგმობთ, რაც მთელს რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის. ირანმა და მისმა მარიონეტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს. ისრაელს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ“, – წერს ბერბოკი X
კომენტარები