შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის 63 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 166-ე და 173 მუხლებით 63 პირი დააკავეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 6-მა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნა დარახველიძემ.
კომენტარები