გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში რუსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი „ტრაილერი“ მოსახვევში ჯერ სამარშუტო ტაქსს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.
სამარშუტო ტაქსის მძღოლი, შუახნის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელებს, ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სავარაუდოდ, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
კომენტარები
