სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ჩიხლაძეების სახლში გვიან ღამით რამდენიმე ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა, ყაჩაღებმა ერთი ქალი მოკლეს, მეორე კი, დაჭრეს.
მომხდარი “პირველს” შსს-ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 109 მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 179ე- მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. 109-ე მუხლი კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
www.pia.ge
კომენტარები
