ზუგდიდიში ახალგაზრდა კაცის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მეუღლესთან ერთად მყოფი კაცი შუახნის კაცმა დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
კომენტარები
