“ბათუმის აქციაზე, პირველადი მოკვლევის შედეგებით, 75 ადამიანი დააკავეს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ციალა ქათამიძემ განუცხადა. მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაკავებულებთან შეხვედრებს განაგრძობენ და ყველა დაკავებულ პირს ინახულებენ.
“ჩვენი წარმომადგენლები სამი დღეა იმ ადგილებში დადიან, სადაც შეიძლება ყოფილიყვნენ აქციის შედეგად დაკავებული პირები. პირველადი მოკვლევის შედეგებით, გვაქვს ინფორმაცია, რომ აქციის დღეს 75 ადამიანის დაკავება მოხდა… ჩვენ 30 ადამიანს შევხვდით და ვესაუბრეთ, ვკითხეთ, რა ვითარებაში დააკავეს. ვაპირებთ 75-ვე დაკავებულს შევხვდეთ“, – განაცხადა ციალა ქათამიძემ.
კომენტარები
