ელისო კილაძის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფო ჯილდოს უბრუნებს. მეუღლის განცხადება შსს-ს ელისო კილაძემ ჩააბარა. “ბატონო მინისტრო, დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დაგიბრუნოთ სახელმწიფო ჯილდო მედალი ,,მხედრული მამაცობისთვის“, რომელიც მე შს ორგანოებში მუშაობის დროს იმდროინდელი შს მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე (დაჯგუფება ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას )
მივიღე გადაწყვეტილება: ეს ჯილდო ჩემზე უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ, რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემს შვილს დავით ხარშილაძეს.
ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დაკვეთები.
პატივისცემით: გრიგოლ ხარშილაძე”
