აღმაშენებლის ხეივანზე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
კომენტარები
