ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სამართლიან, მდგრად განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიურ პარკში განაცხადა, სადაც საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ შეიმუშავა სტარტაპების ფონდი, რომელიც ინოვაციური ჯაჭვის შეკვრას დაასრულებს და სადაც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ მიიღონ დაფინანსება.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს სლოვაკეთთან ურთიერთობის გაღრმავებასა და განვითარებაში.
„საქართველო მცირე, მაგრამ დინამიური ქვეყანაა. სტრატეგიულ გზაჯვარედინზეა განლაგებული. ის ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ შეუქცევადია. მოხარული ვარ, რომ სლოვაკეთის მხარდაჭერა ურყევია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია სამართლიან, მდგრად განვითარებაზე.
მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია ყველაზე უფრო ლიბერალური საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა.
მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია ყველაზე უფრო ლიბერალური საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა.
მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საექსპორტო მიმართულების დივერსიფიკაცია.
სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირთან არსებული სავაჭრო ხელშეკრულება დაასახელა, ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე და იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება. მთავრობის მეთაურმა ამ კონტექსტში პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმები, საგადასახადო რეფორმა, სტარტაპების დაფინანსება და ფრონტ ოფისის ჩამოყალიბება დაასახელა.

მისივე თქმით, ფრონტ ოფისი გააუმჯობესებს კოორდინაციას სამინისტროებს შორის, ასევე ფრონტ ოფისი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ერთ სივრცეში მოემსახურება.
ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამაც.
მისივე თქმით, არსებობს ბევრი რამ, რისი განვითარებაც შეგვიძლია და რისი გაუმჯობესებაც ხელგვეწიფება.
როგორც ანდრეი კისკამ აღნიშნა, სლოვაკეთი და საქართველო არის დაახლოებით ერთი ზომის ქვეყნები, ვინაიდან სლოვაკეთში ცხოვრობს 5 მილიონზე მეტი ადამიანი.

მისივე თქმით, სლოვაკეთით ბევრი ინვესტორია დაინტერესებული და როდესაც ის ინვესტორებს ეკითხება, თუ რა მოსწონთ სლოვაკეთში, ისინი აცხადებენ, რომ სლოვაკეთს გააჩნია ბრწყინვალე ხარისხი, რითაც ანდრეი კისკას თქმით, ის ამაყობს.
ანდრეი კისკამ ისაუბრა ასევე უმუშევრობის მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ სლოვაკეთში აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი 15 %-ს შეადგენდა, რაც 9%-მდე დაიყვანეს.
მისივე თქმით, სლოვაკეთს გააჩნია 36 მილიონ ევროიანი სავაჭრო ბრუნვა, ”რაც არც თუ ისე დიდი ციფრია, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული”.
მან მეწარმეებსაც მიმართა და განუმარტა, რომ პრეზიდენტის სახით ჰყავთ მხარდამჭერი.
მან მეწარმეებსაც მიმართა და განუმარტა, რომ პრეზიდენტის სახით ჰყავთ მხარდამჭერი.
საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმიც გაფორმდა.
გარდა ამისა, დღევანდელ ბიზნესფორუმზე მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის, გაიმართება პრეზენტაციები შემდეგი საკითხების შესახებ: ”საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესშესაძლებლობები საქართველოში”, ”გაიცანი და დაიწყე ბიზნესის კეთება სლოვაკეთთან ერთად” და ”ინვესტიციის შესაძლებლობა ენერგეტიკის სექტორში”.
ღონისძიებას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
კომენტარები