საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ საქართველოში როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში.
„შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ საქართველოში როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში.
ჩვენი უდიდესი სამძიმარი კარტერების ოჯახს ასეთი შთამაგონებელი ადამიანის დაკარგვის გამო, რომელიც მრავალი გამოწვევის წინაშე იცავდა შეერთებული შტატების ინტერესებს და საყოველთაო ღირებულებებს“, – აღნიშნავს პრემიერი.
კომენტარები