ბაიდენის ადმინისტრაციის დროს USAID-ი მილიონობით დოლარს ხარჯავდა პოლონეთში სამთავრობო პარტიისთვის („კანონი და სამართლიანობა“) ძირის გამოსათხრელად და მემარცხენე პოლიტიკის ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული მიემართებოდა პოლონური ჯგუფების დასაფინანსებლად. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმაც გააზიარა სოციალურ ქსელში.
პოლონური მედია წერს, რომ USAID-ის გრანტებით დააფინანსეს აქტივისტების ჯგუფები, პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი მედიები და კონსერვატიული მედიის ჩახშობის მცდელობები, როგორიცაა TV Republika.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა დაფინანსება პროლგბტ აქტივობისა და კამპანიისთვის, რათა მომხდარიყო პოლონური საზღვრების უსაფრთხოების დისკრედიტაცია. პოლონური მედიის თანახმად, USAID, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ აფინანსებდნენ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი შეუშალეს პოლონეთის დაცვას რუსეთის და ბელარუსის საზღვართან. ასევე იბრძოდნენ პოლონეთის მაშინდელი მთავრობის წინააღმდეგ და არადემოკრატიულს უწოდებდნენ.
გავრცელებული ცნობით, მხარდაჭერა გაუწიეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამერიკულ პრესაში „დამნაშავ“ იაროსლავ კაჩინსკის დასჯას მოითხოვდა.