თურქეთი უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ ორგანიზაცია ანკარასთან მოსალაპარაკებლად ახალ მიდგომას არ შეიმუშავებს. განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტში გააკეთა.
“თურქეთი არ არის მონა, რომელიც კართან მოიცდის. თუ ევროკავშირი მოლაპარაკების პროცესში ახალ თავს არ გახსნის, სალაპარაკო არაფერია”, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა დიალოგი რამდენჯერმე ანკარას შიდა პოლიტიკის გამო შეწყდა.
კომენტარები