რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა და არ სურს, რომ მის საქმეებში ვინმე ჩაერიოს.
ამის შესახებ პუტინმა სოჭში, გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ არასოდეს ჩავრეულვართ სხვა ქვეყნის საქმეში და გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც არავინ ჩაერიოს, თუმცა წლების განმავლობაში საპირისპიროს ვხედავთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„თქვენ მოიყვანეთ ამერიკის მაგალითი, რომელიც არავის დაუდასტურებია, ეს მხოლოდ ჭორებია“, – ასე უპასუხა გერმანელ ჟურნალისტს პუტინმა, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ გერმანია რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.
თავის მხრივ, მერკელმა აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და რუსეთს „კონსტრუქციული პარტნიორი უწოდა“.