აზერბაიჯანში, განსაკუთრებით საშიში დამნაშავე დააკავეს. წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, 56 წლის ფატულაევ ნარიან საფარ ოღლუ, იმითაც არის ცნობილი, რომ მან ერთ-ერთი მორიგი დაკავებისას, სამართალდამცავების შეშინების მიზნით, საკუთარი ყური მოიჭრა და შემდეგ შეჭამა.
ფატულაევ ნარიანი 2014 წლიდან, განზრახ მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. იგი ნასამართლევია ხულიგნობისთვის, იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის, თავდასხმისა და მკვლელობისთვის.
ამჯერად, ძებნილი გაქცევას სახლის სახურავიდან გადახტომით ცდილობდა, თუმცა როცა ჩამოხტა, პირდაპირ ძალოვნების ხელში აღმოჩნდა. დაკავებულს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, თავდასხმისთვის და ყაჩაღობისთვის წაუყენა ბრალი.
კომენტარები