სოჭში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო,-ინფორმაციას RBC ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესოვმა განუცხადა, მოლაპარაკებების მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები, სირიაში არსებული ვითარება და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები იქნება.
ერდოღანმა გამგზავრებამდე განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება, ასევე სავაჭრო სანქციების მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანია.
პუტინმა თურქ კოლეგას სოჭში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. “ურთიერთობები ვითარდება, როგორც ჩვენ დავგეგმეთ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები