სომალის საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრი, 31 წლის აბდულლაჰი შეიხ აბასი უშიშროების ძალების სპეცსამსახურებმა შეცდომით მოკლეს.
მინისტრი სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს, საკუთარ მანქანაში მოკლეს.
მოკლული მინისტრი კენიაში, დევნილთა ბანაკში გაიზარდა. ის სომალის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარის დეტალური გამოძიება მოითხოვა.
კომენტარები