აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მოადგილის 21 წლის შვილი – მაიკლ გლოსი რუსეთის არმიაში ჩაეწერა და უკრაინაში დაიღუპა. ინფორმაციას ტელეარხი „დოჟდი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მაიკლ გლოსს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ის რუსეთის არმიაში ირიცხებოდა.
როგორც გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ (მნიშვნელოვანი ისტორიები) წერს, აშშ-ში გლოსი ჰუმანიტარულ კოლეჯში სწავლობდა ადამიანებისა და გარემოს ურთიერთქმედების მიმართულებით. იგი ასევე მონაწილეობას იღებდა აბორტის აკრძალვისა და გარემოსდაცვით აქციებში.
2023 წელს კი სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ წავიდა. რუსეთში ის 2023 წლის 13 აგვისტოს ჩავიდა და მალევე ფრონტზე აღმოჩნდა.
ოჯახის ცნობით, მაიკლ გლოსი 4 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.
კომენტარები