აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ჩინეთს ლიდერთან სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„მან [სი ძინპინმა] დამირეკა. არ მგონია, რომ ეს მისი მხრიდან სისუსტის მაჩვენებელია“, – თქვა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისინი სავაჭრო შეთანხმებას განიხილავდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, დაურეკავდა თუ არა თავად ტრამპი სი ძინპინს, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ არა.
ცნობისთვის, ტრამპმა 2 აპრილს მსოფლიოს 185 ქვეყანას ტარიფები დაუწესა. ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი გადასახადი 145% შეადგენს.
კომენტარები