რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.
იტალიის მთავრობამ რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა – გლოვის დღეები 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
რომში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
კომენტარები