ბრიტანეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქუჩაში გამვლელებს თავს არბალეტით დაესხა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია 2 ქალი. მათივე ცნობით, თავდამსხმელმა თვითდაზიანებებიც მიიყენა.
შემთხვევა ქალაქ ლიდსში მოხდა. თავდასხმის ადგილას პოლიციამ არბალეტი და ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა. საქმეს ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტი იძიებს. ამ დროისთვის, 38 წლის თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, ხოლო დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები