გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ, – განაცხადა გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, რომელიც კოპენჰაგენში დანიელ კოლეგას შეხვდა.
როგორც გრენლანდიის პრემიერმა აღნიშნა, კუნძული არ არის საკუთრების ნაწილი, რომლის ყიდვაც შესაძლებელია.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს, გრენლანდია შეერთებული შტატების ტერიტორია გახდეს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის.
კომენტარები