საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო სააგენტოების დახურვას აპირებს, – აღნიშნულის თაობაზე სახელმწიფო ანგარიშების მინისტრმა ამელი დე მონშალენმა განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოების გაუქმება ან გაერთიანება ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად იგეგმება.
მანამდე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად გადასახადების ზრდა არ გამორიცხა. მიღებული ზომებით, საფრანგეთის მთავრობა შეეცდება, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი 5,4%-იან ნიშნულამდე შეინარჩუნოს.
კომენტარები