მოღალატეები სახელებს და გვარებს იცვლიან საუკუნეების განმავლობაში, მათი ქმედების არეალი და შინაარსი იგივე რჩება, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ვანო ჩხიკვაძის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნაზე საუბრისას.
„იყო დრო, როდესაც ისპაანში, ან მოსკოვში გარბოდნენ ქართველი მოღალატეები და იქიდან ცდილობდნენ ქვეყნის აოხრებას. დღეს ეს მოცემულობაა, რასაც ეს „პატივცემული“ ბატონი ასრულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ქვეყანა როცა ძლიერდება ღალატი მცირდება, მათთვის ღალატი უნდა იყოს ხელმოსაჭიდი, რომ საკუთარი როლი ხაზგასმით წარუდგინონ საკუთარი დავალების მიმცემებს და იქიდან დაფასდნენ და სტიპენდიები მიიღონ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის მორიგი შეტევა საქართველოზე. ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. გამოქვეყნდა სტატია, რომელიც სიცრუეზეა აგებული.